გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნულ გუნდს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 4 სექტემბერს თბილისში თურქეთთან, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთთან გასამართ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
აპრილში ინგლისის ჩემპიონშიფში სტუმრად „ბრისტოლთან“ ჩატარებულ შეხვედრაში ჩაკვეტაძეს ტერფის ძვალი დაუზიანდა. ამის გამო, მან სეზონი ნადრევად დაასრულა. მან მიმდინარე ზაფხულში გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო, მაგრამ „უოტფორდის“ პრესსამსახურის ცნობით, ტერფის ტკივილმა ისევ შეაწუხა. ამის გამო ჩაკვეტაძემ კიდევ 6 კვირა რეაბილიტაცია უნდა გაიაროს და შესაბამისად, სექტემბერში ვილი სანიოლის განკარგულებაში არ იქნება.
ლაშა თაბაგარი





