სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში ტრნავის „სპარტაკმა“ შინ „პრეშოვი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში გიორგი მოისწრაფიშვილმა ითამაშა, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს. ტრნაველები 9 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ.
ირაკლი აზაროვმა დონეცკის „შახტარის“ სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში მეორე თამაში ჩაატარა. უკრაინის პრემიერლიგის მეორე ტურში დონეცკელების სტუმრად ლვოვის „კარპატის“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო და 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ლაშა თაბაგარი





