გოგლიჩიძის დებიუტი „უდინეზეში“ შედგა

0
14

საბა გოგლიჩიძის დებიუტი იტალიის სერია A-ს კლუბ „უდინეზეში“ შედგა. უდინელებმა ერთ დღეში ორი ამხანაგური მატჩი ბრემენის „ვერდერთან“ ჩაატარეს. ორივე თამაში იტალიელების გამარჯვებით დასრულდა – 2:1 და 1:0.
გოგლიჩიძემ იმ შეხვედრაში, რომელშიც უდინელებმა 1:0 გაიმარჯვეს სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ „უდინეზემ“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი „ემპოლიდან“ მიმდინარე ზაფხულში ოთხ მილიონ ევროდ შეიძინა. გოგლიჩიძემ „უდინეზესთან“ კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
ლაშა თაბაგარი