გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფის 2025-2026 წლების სეზონის პირველი შეხვედრა გამოტოვა. „უოტფორდი“ სტუმრად „ჩარლტონს“ შეხვდა და 0:1 დამარცხდა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი განაცხადში არ იყო. ჩაკვეტაძე ტერფის ძვლის ტრავმის გამო მიმდინარე წლის აპრილიდან მოედანზე არ გასულა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მას გამოჯანმრთელებისთვის 6-8 კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ პროცესი გაიწელა. ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა, ჯერ უცნობია მოედანზე როდის დაბრუნდება.
ლაშა თაბაგარი





