კიტეიშვილი „სტრასბურგთან“ დამარცხდა

0
20

გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, შინ ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ „სტრასბურგთან“ 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. „სტრასბურგიდან“ 27-ე წუთზე მვანგამ გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე ამე-ამეუაუმ ავსტრიელთა კარი მეორედ აიღო. 72-ე წუთზე „შტურმიდან“ თავი გრგიჩმა გამოიჩინა, 72-ე წუთზე კი ფრანგების კარი ჰოდლმა აიღო. „სტრასბურგიდან“ გამარჯვების გოლი ლუკოვიჩმა 88-ე წუთზე გაიტანა.
ლაშა თაბაგარი