ზარია გააძევეს – „ქაირათი“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

0
12

ალმათის „ქაირათი“, რომელშიც მცველი ლუკა გადრანი და შემტევი ნახევარმცველი გიორგი ზარია გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
ყაზახურმა გუნდმა მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ფინეთის კუპს-თან 0:2 წააგო, ხოლო სახლში 3:0 გაიმარჯვა და ეს ბარიერი გადალახა.
„ქაირათის“ ქართველი ლეგიონერებიდან არცერთს უთამაშია. გადრანმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ხოლო ზარია მეტოქე ფეხბურთელთა ჩხუბის გამო, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გააძევეს.
მასპინძლებიდან მე-9 წუთზე ანგარიში სატპაევმა გახსნა, ხოლო 29-ე წუთზე ჟორჟინიომ მეორე გოლი გაიტანა. 43-ე წუთზე ფინელების კარი გრომიკომ აიღო.
“ქაირათი” მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ბრატისლავას “სლოვანს” შეხვდება, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია გამოდის. პირველი შეხვედრა 5 აგვისტოს ყაზახეთში ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 12 აგვისტოს ბრატისლავაში.
ლაშა თაბაგარი