გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ რიგებში აზიურ ტურნეში პირველი მატჩი ჩაატარა. მერსისადელები „მილანს“ დაუპირისპირდნენ და 2:4 დამარცხდნენ.
პირველ ტაიმში „ლივერპულის“ კარს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარე ალისონი იცავდა, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის კარის დარაჯმა მეორე ტაიმი ჩაატარა.
შეხვედრის მე-10 წუთზე ანგარიში რაფაელ ლეაომ გახსნა, ხოლო 26-ე წუთზე საპასუხო ბურთი სობოსლაიმ გაიტანა. 52-ე წუთზე „მილანი“ ლოფტუს-ჩიკმა დააწინაურა, 59-ე წუთზე კი ოკაფორმა აიღო „ლივერპულის“ კარი. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაკპომ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ხოლო ერთ წუთში ოკაფორმა საბოლოო წერტილი დასვა.
ლაშა თაბაგარი





