გიორგი ქვილითაიამ უეფას კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
კვიპროსის „არისმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, უნგრეთის „პუშკაშ აკადემია“ მიიღო და 3:2 აჯობა.
მასპინძლებიდან მე-6 წუთზე ანგარიში მონტნორმა გახსნა. მე-16 წუთზე ქვილითაიამ პენალტი გამოიყენა და „არისი“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა. 78-ე წუთზე „პუშკაშ აკადემიიდან“ ერთი ბურთი კოლეიმ გაქვითა, რომელმაც სამ წუთში დუბლი შეასრულა. „არისს“ სემედუმ მოაგებინა, რომელმაც სტუმართა კარი 87-ე წუთზე აიღო.
ლაშა თაბაგარი





