გულიაშვილის გოლი კონფერენს ლიგაში

0
11

გიორგი გულიაშვილმა 2025-2026 წლების უეფას კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. ბოსნიის „სარაევო“, რომელსაც საქართველსო ეროვნული ნაკრების ფორვარდი კაპიტნობს შინ ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას“ უნივერსიტატიას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
გულიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მე-20 წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მარჯვენა ფლანგიდან მლინარიჩის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ქართველმა ლეგიონერმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარში ეფექტურად გადაგზავნა. მექვაბიშვილი რუმინელთა თადარიგში იყო და არ უთამაშია. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 31 ივლისს შედგება.
შოთა მახარაძის გაწვრთნილმა „პეტროკუბმა“ მოლდოვაში ბაქოს „საბაჰი“ მიიღო და 0:2 წააგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, აზერბაიჯანელებიდან 82-ე წუთზე საფრანკომ გახსნა, ხოლო 90-ე წუთზე პარისმა მასპინძლების კარი მეორედ აიღო.

ლაშა თაბაგარი