ოდიშარია „მალმიოსთან“ უშანსოდ წაგებულ მატჩში არ ათამაშეს

0
9

რიგის რფს, რომლის რიგებში ლაშა ოდიშარია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ შვედეთის „მალმიოსთან“ 1:4 დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბი ამჯერად სასტარტოში ვერ მოხვდა და არც შეცვლაზე შესულა. „მალმიოდან“ ანგარიში მე-13 წუთზე როზენგრენმა გახსნა, ხოლო იანსონმა 35-ე წუთზე შვედების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მე-40 წუთზე ლემაჯიჩმა ერთი ბურთი გაქვითა. 58-ე წუთზე ლატვიელების კარი ჰაკსაბანოვიჩმა აიღო, 88-ე წუთზე კი იონსენმა წერტილი პენალტიდან დასვა.
შეგახსენებთ, რომ „მალმიომ“პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „იბერია“ დაამარცხა.
ლაშა თაბაგარი