„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გარემარბი ბრაიან მბემბო „ბრენტფორდიდან“ შეიძინა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
კამერუნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბრენტფორდი“ 71 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღეს. 65 მილიონი ფიქსირებული თანხაა, რომელსაც მანჩესტერელები ოთხ ნაწილად გადაიხდიან, ხოლო კიდევ 6 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
25 წლის მბემბომ 2030 წლამდე კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეები სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობას ავტომატურად ერთი წელი გააგრძელებენ.
გასულ სეზონში, მბემბო „ბრენტფორდის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 მატჩში გატანილი 20 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მანჩესტერელებმა „ვულვზიდან“ 62,5 მილიონ გირვანქა სტერლინგად ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი მატეუს კუნია შეიძინეს.
ლაშა თაბაგარი





