ბერგამოს „ატალანტამ“ თავდამსხმელი მატეო რეტეგი საუდის არაბეთის „ალ კადისიაში“ გაყიდა, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
„სკუადრა აძურას“ 26 წლის თავდამსხმელმა კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. მისი სანაცვლოდ ბერგამოელებმა 65 მილიონი ევრო მიიღეს.
„ატალანტამ“ რეტეგი 2024 წელს „ჯენოადან“ 20,9 მილიონ ევროდ შეიძინა. გასულ სეზონში, იტალიელმა ფორვარდმა სერია A-ში ჩატარებულ 36 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. მან ორჯერ იტალიის თასზე ითამაშა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში გამართულ 10 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. რეტეგი იტალიის ეროვნულ გუნდში 2023 წლიდან გამოდის და 20 თამაშში 6 გოლი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი





