გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის „სპორტინგში“ გადასვლის შემდეგ, მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. პორტუგალიის ჩემპიონმა ერთ დღეში ორი სპარინგი გამართა – შუადღეს „ფაირენსესთან“, ხოლო საღამოს ინგლისის „სანდერლენდთან“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა „ფეირენსესთან“ შეხვედრაში ითამაშა. „სპორტინგი“ მოსამზადებელ პერიოდში ბოლო ამხანაგურს ესპანეთის „ვილიარეალთან“ ჩაატარებს, ხოლო 31 ივლისს პორტუგალიის სუპერთასზე ლისაბონის „ბენფიკას“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





