გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ მეორე შეხვედრა ჩაატარა. ინგლისის პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი თავის საწვრთნელ ბაზაზე ჩემპიონშიფის ბინადარ „ სტოკ სიტის“ დაუპირისპირდა და 5:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
„ლივერპული“ საწყის 20 წუთში 3:0 დაწინაურდა ურუგვაელი ფორვარდის დარვინ ნუნიესის ჰეთ-თრიქის წყალობით. მეორე ტაიმში მერსისაიდელებიდან თავი რიო ნგუმოჰამ და ფედერიკო კეიზამ გამოიჩინეს.
„ლივერპული“ ჰონკონგში გაემგზავრა, სადაც აზიური ტურნეს ფარგლებში იტალიის „მილანსა“ და იაპონიის „იოკოჰომას“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





