დირკ შუსტერი: „გუნდის თითოელი ფეხბურთელით ვამაყობ“

0
18

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი დირკ შუსტერი თავისი გუნდის თითოეული ფეხბურთელით ამაყობს. გერმანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ყაზახეთის „ორდაბასისთან“ 1:1 დასრულები მატჩისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგ განაცხადა.
დირკ შუსტერი: „უზომოდ ბედნიერი ვარ, გუნდის თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ. დღეს დილით პაატა ღუდუშაურს ვესაუბრე. მითხრა, რომ მზად იყო გუნდისთვის მაქსიმალურად დახარჯულიყო.
თამაშზე სხვა გეგმით გამოვედით, მაგრამ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა. გვსურდა შეგვეტია, თუმცა მეორე ტაიმში პრიორიტეტი საკუთარი კარის დაცვა იყო, სორი მანე დაგვჭირდა და ცვლილებები გავაკეთე. მთავარია, შემდეგ ეტაპზე ვართ. ახლა მომდევნო მეტოქისთვის დავიწყებთ მზადებას”.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედო“ პირველ თამაშს კვიპროსის „ომონიასთან“ სტუმრად 24 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო თამაში 31 ივლისს ქუთაისში შედგება.
ლაშა თაბაგარი