დიეგო ლონგო: „ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ“

0
21

გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელ დიეგო ლონგოსთვის, კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ გულშემატკივრებმა მისი ფეხბურთელებით იამაყოს. მან ამის შესახებ ლუქსემბურგის „რასინგ იუნიონთან“ გორში დღეს გასამართ მატჩამდე განაცხადა. გორელებმა პირველი თამაში სტუმრად 2:1 მოიგეს.
დიეგო ლონგო: „პირველი მატჩი ლუქსემბურგში ძალიან კარგი იყო შედეგის მხრივ. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მოწინააღმდეგეს კარგი ორგანიზება ჰქონდა, დახვეწილი სტილით, ორგანიზებულად თამაშობდნენ, იბრძოდნენ. ჩვენ გავუშვით რამდენიმე შანსი ხელიდან, მიუხედავად ამისა, ჩვენთვის საბოლოო შედეგი პოზიტიური აღმოჩნდა.
თავიდან ლუქსემბურგელების გათვლა იყო რომ ეთამაშათ გრძელი პასებით, ამის შემდეგ ცოტა რთული იყო ბურთის საფარზე დაბრუნება, მაგრამ მეორე ნახევარში ეს შევძელით და თითქმის 70% ბურთის ვფლობდით.
ნერვებისა და წნეხის გამო ცოტა რთული იყო თავიდანვე კარგი სტარტის აღება, რადგან პირველი მატჩი სტუმრად მოგვიხდა, მეტად ვნერვიულობდით. თუმცა, გასული მატჩით მივხვდი რომ მომდევნო შეხვედრაში უფრო მეტი ყურადღება და კონცენტრაცია გვმართებს, რათა თამაშის ხარისხის კუთხით თავი უკეთესად წარმოვაჩინოთ.
„დილამ” მოწინააღმდეგე გასვლაზე დაამარცხა, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. საპასუხო მატჩის წინ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ. ეს მატჩები კარგი გამოცდილება იქნება ფეხბურთელებისთვის, არა მხოლოდ ახალ სიმაღლეზე გადასასვლელად და ინდივიდუალურად, არამედ ზოგადად კლუბის გასაზრდელადაც. ახლა მხოლოდ ლოდინიღა დაგვრჩენია რათა ყველაფერი მოედანზე ვიხილოთ“.
„დილა“ – „რასინგ უნიონის“ დაპირისპირება თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი