გელაშვილი საბერძნეთში ითამაშებს

0
19

ივა გელაშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მცველმა, რომელსაც ორჯერ ეროვნულ გუნდშიც უთამაშია, „პანსერაიკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 18 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მან ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ შვედეთის „მალმიოსთან“ 1:3 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა.
გელაშვილი პრაღის „სპარტას“ ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ ბათუმის „დინამოს“ მიაშურა. ის ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა, ვიდრე „იბერიაში“ გადავიდოდა. გარდა ამისა, მან ერთი სეზონის იტალიის სერია B-ს „სპეციაში“ გაატარა. გელაშვილმა შარშან „იბერიასთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.
ცნობისთვის, გასულ სეზონში „პანსერაიკოსში“ საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გამოდიოდა, რომელიც წელს პაოკ-ში ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი