ოფიციალურად: ლოჩოშვილი „ნიურნბერგშია“

0
25

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში მოასპარეზე „ნიურნბერგმა“ ლუკა ლოჩოშვილი წარადგინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ „კრემონეზემ“ 1,5 მილიონი ევრო მიიღო.
“ნიურნბერგის” მთავარი მწვრთნელი გერმანიის ეროვნული გუნდის ექსფორვარდი მიროსლვა კლოზე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი (16) გაიტანა.
„მიხარია, რომ ისეთ ტრადიციულ კლუბს შევუერთდი როგორიც „ნიურნბერგია“. ახალ გუნდში სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. მოტივაციით და ენთუზიაზმით სავსე ვარ. მსურს ახალგაზრდა გუნდში პასუხისმგებლობა ავიღო“ – განაცხადა ლოჩოშვილმა წარდგენის შემდეგ.
ლოჩოშვილი „კრემონეზეში“ 2022 წელს ავსტრიის „ვოლფსბერგიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 63 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მიმდინარე წლის ზამთარში 27 წლის ფეხბურთელი „სალერნიტანაში“ გაანათხოვრეს, სადაც 20-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი