
ლუის ენრიკეს პსჟ-სთან ერთად ისტორიის დაწერა და შემდეგ დამსახურებულად დასვენება სურს. ამის შესახებ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის „რეალთან“ 4:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა. განვლილ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელების სასტარტოში ითამაშა და 59-ე წუთზე შეცვალეს.
„საუცხოოა. „რეალთან“ ასეთი მატჩების ჩატარება ყოველთვის რთულია. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და გამოსვლით კმაყოფილი ვართ. დღეს ჩემთვის ძალიან ცხელოდა. თუმცა, განსაკუთრებული სეზონი გვაქვს და ეს განსაკუთრებული მომენტია.
ჩვენ ვეცდებით. ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და წინ კარგი გუნდი გველოდება. „ჩელსიმ“ მთელი ტურნირის მანძილზე თავი კარგად გამოავლინა. ახლა უნდა ძალა აღვიდგინოთ და მომავალი თამაშისთვის მოვემზადოთ.
თითქმის უკვე მიზანთან ვართ. ჩვენ ისტორიის დაწერა და შემდეგ დასვენება გვსურს. ჩემი ტელეფონი “ბარსელონას” გულშემატკივრების მილოცვებით გაივსო“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფრანგული მედია.
ლაშა თაბაგარი




