ფაცაცია ალბანეთის ჩემპიონატში ითამაშებს

0
25

ცოტნე ფაცაცია, რომელიც ზაფხულში ქუთაისის “ტორპედოდან” გაუშვეს, კარიერას ალბანეთის “ტირანაში” განაგრძობს. ალბანურ კლუბის პრესსამსახურის ინფირმაციით 25 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ფაცაცია “ტორპედოს” გარდა, საქართველოში მარტვილის “მერანში”, “გაგრაში”, ქობულეთის “შუქურაში” და ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი