თომა ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში პირველი გოლი გაიტანა. მე-15 ტურში ფერღანის „ნეფთჩიმ“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის შინ ურგენჩის „ხორზმი“ 2:0 დაამარცხა.
ტაბატაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-11 წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. მან ამ სეზონში ჩატარებულ 12 თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა. ტაბატაძე პირველი ტაიმის შემდეგ, თბილისის „დინამოს“ ექსფორვარდმა სერბმა ზორან მარუშიჩმა შეცვალა, რომელმაც 69-ე წუთზე გოლი გაიტანა. „ნეფთჩი“ 30 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ნასაფს“ 3 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





