ვოიცეხ შჩესნიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
15

ვოიცეხ შჩესნიმ „ბარსელონასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაცით, პოლონეთის ეროვნული ნაკრების ექსმეკარემ ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე დადო.
35 წლის შჩესნიმ გასული წლის ზაფხულში კარიერა დაასრულა. თუმცა, „ბარსელონას“ გერმანელმა მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო და კატალონიელები შჩესნის დაუკავშირდნენ, რომელმაც კარიერა განაახლა. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 30 მატჩში 14-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
შჩესნიმ „ბარსასთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო. მანამდე, პოლონელი გოლკიპერი ლონდონის „არსენალში“, „ბრენტფორდში“, „რომაში“ და „იუვენტუსში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი