ლუის დიასი „ბაიერნს“ შეუთანხმდა

0
21

ლუის დიასმა მიუნხენის „ბაიერნს“ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა, რის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild იუწყება.
ახლა უკვე გერმანული კლუბის ხელმძღვანელები ლივერპულელებთან დიასის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას დაიწყებენ, რათა გარიგება უახლოს პერიოდში დასრულდეს.
„ლივერპულმა“ კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 2022 წლის იანვარში „პორტუდან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა. 28 წლის დიასმა მერსისადელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 148 მატჩში 41 გოლი გაიტანა.
მან „ლივერპულთან“ ერთად თითოჯერ ინგლისის პრემიერლიგა, ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო ორჯერ ლიგის თასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი