ედინ ჯეკო „ფიორენტინასთვის“ შეუტევს

0
16

ედინ ჯეკო კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ განაგრძობს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ბოსნიის ეროვნული ნაკრების 39 წლის თავდამსხმელს თურქეთის „ფენერბაჰჩესთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ფლორენციელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ის კლუბთან ერთწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
2024-2025 წლების სეზონში ჯეკომ „ფენერბაჰჩეს“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 53 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი