რუსეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის იური სიომინის თქმით, თავის დროზე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან გაშვებამ გული ძალიან დაწყვიტა.
„ჩემთვის ეს მოულოდნელი და ძალიან-ძალიან საწყენი იყო. თუ ფინანსურ მხარეზე ვისაუბრებთ „ლოკომოტივმა“ დიდი თანხა დაკარგა, ხოლო მე სულის ნაწილი დავკარგე. ხვიჩა უკვე მაშინ იყო არაჩვეულებრივი მოთამაშე. ეს იმ ადამიანების კომპეტენციაზე არსებულ კითხვაზე, რომელთაც მიიჩნიეს, რომ არ გამოგვადგებოდა. ისინი ახლა სტადიონზეც არ დადიან. ეს ფეხბურთში ყველაზე საშინელებაა – ხალხი მოვიდა, ცოტა იმუშავა და სადღაც დაიკარგა. ასეთი რა როგორც უნდა აღმექვა? ყოჩაღ, მადლობა? რა თქმა უნდა, მე სულ სხვა აზრის ვიყავი“ – იუწყება სიომინის ნათქვამს championat.com.
ლაშა თაბაგარი





