ბუფონი: „გატუზო იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელია“

0
19

იტალიის ეროვნული ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯანულიჯი ბუფონმა დაადასტურა, რომ „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება.
„გატუზო იტალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელია. ჩვენ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღეთ“ – იუწყება ბუფონის ნათქვამს ჟირნალისტი მატეო მორეტო.
ბოლოს 47 წლის გატუზო ხორვატიის სპლიტის „ჰაიდუკს“ ავარჯიშებდა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში დატოვა.
მანამდე, ის შვეიცარიის „სიონს“, „პალერმოს“, საბერძნეთის ოფის, „პიზას“, „მილანს“, „ნაპოლის“, „ვალენსიას“ და „მარსელს“ ავარჯიშებდა.
ცნობისთვის, ოფი-ში გატუზო საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელების – მეკარე გიორგი ლორიას და ნახევარმცველ გიორგი მერებაშვილს წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი