როდრი დაბრუნდა

0
35

„ოქროს ბურთის“ მოქმედი მფლობელი როდრი მოედანზე დაბრუნდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „ბორნმუთან“ 2:0 მოგებული მატჩის 83-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდი შეცვალა.
28 წლის ფეხბურთელმა 2024 წლის 22 სექტემბერში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მას მერე მოედანზე  პირველად გავიდა.
როდრი 2008 წლის შემდეგ  ინგლისის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მიიღო. გარდა ამისა, ლეგენდარული ლუის სუარესის შემდეგ, რომელიც ამ ჯილდოს 1960 წელს დაეუფლა, როდრი პირველი ესპანელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო.
ლაშა თაბაგარი