ბელინგემი სამ თვეს გამოტოვებს

0
30

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი ზაფხულში მხარზე ოპერაციას გაიკეთებს, რის შესახებ გამოცემა The Athletic იუწყება.
21 წლის ინგლისელს მხარი 2023 წლიდან აწუხებს და დამაფიქსირებელი სახვევით თამაშობს. მოსალოდნელია, რომ ოპერაცია აშშ-ში 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გასამართი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩატარდება. ინგლისის ეროვნული გუნდის ნახევარმცველის გამოჯანმრთელების პროცესი სამი თვე გაგრძელდება.
ბელინგემმა „რეალის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 51 მატჩი ჩაატარა და 14 გოლის გატანის გარდა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი