პოსტეკოღლუ: „ფინალში ყველაფერი მატჩის დღეს წყდება”

0
26

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის ანგე პოსტეკოღლუს მიაჩნია, რომე ფინალში ყველაფერი მატჩის დღეს წყდება. ავსტრალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ  ბილბაოში დღეს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ ევროპა ლიგის ფინალამდე განაცხადა.
“ეს ფინალია და მნიშვნელობა არ აქვს კარგ სათამაშო ფორმაში ხარ თუ ძალიან ცუდში. მნიშვნელოვანია, მოთამაშეები სიტუაციას როგორ უმკლავდებიან და რამდენად ესმით თამაშის მნიშვნელობა. ეს ორივე კლუბს ეხება. უბრალოდ, თქვენ არ იცით მოთამაშეებს ასეთ დიდ მოვლენაზე რა რექცია ექნებათ.
ჩემი როლია, რომ მოთამაშეები საუკეთესოდ მოვამზადო და ასევე მზად იყვნენ, რომ შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედმა” თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. თუ ასე მოემზადები, ხოლო შემდეგ გახვალ და ითამაშებ როგორც შეგიძლი, მაშინ საკუთარ თავს გამარჯვების შანსს მისცემ,
ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ადრე ნებისმიერ მეტოქესთან რას აკეთებდი, როდესაც საქმე მართლაც დიდ თამაშებს ეხება. შესაძლოა, ჩემპიონატში ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა, მაგრამ დიდ და მნიშვნელოვან ფინალში ყველაფერი მატჩის დღეს წყდება” – იუწყება პოსტეკოღლუს ნათქვამს ინგლისური მედია.
ევროპა ლიგის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი