„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ რუბენ ამორიმს მიაჩნია, რომ ევროპა ლიგის ფინალი მისი კლუბისთვის ყველაზე მნიშნელოვანი არაა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ დღეს ბილბაოში გასამართ ფინალამდე განაცხადა, რომელშიც მანჩესტერელები ლონდონის „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდებიან.
„ფინალი? მინდა გითხრათ, რომ აქ სულ სხვა ატმოსფეროა. „ატლეტიკთან“ და „ლიონთან“ მატჩებამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო. ერთკვირიანი მოსამაზადებელი პერიოდიც კი სულ სხვანაირია. ყველა მხოლოდ ევროპა ლიგის ფინალზე ფიქრობს.
გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის ევროპა ლიგის ფინალი ყველაზე მნიშვნელოვანი არაა ამ კლუბში. დიახ, ეს ევროპული ტიტულია. თუმცა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ევროპა ლიგას იგებს, ეს რაღაც დიდ მიღწევად არ მიიჩნევა. ამ კლუბის მიზანი ინგლისის პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. იქამდე კი ძალიან შორია. ამიტომ, ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია. თუმცა, ევროპა ლიგის ფინალი მნიშვნელოვანია“ – იუწყება ამორიმის ნათქვამს ინგლისური მედია.
ევროპა ლიგის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





