„ტორპედომ“ იონსენის დუბლით მოიგო

0
23

გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ისევ მოიგო და ამას კვლავ ნორვეგიელ ფორვარდ ბიორნ იონსენს უნდა უმადლოდეს.
მე-16 ტურში ქუთაისელებმა ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით აჯობეს. 26-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ კუთხური ჩააწოდა და კოტ-დივუარელმა მცველმა სულეიმან მეიტემ თავის საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, რის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა. იონსენმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა – 1:0.
30-ე წუთზე სტუმრების შეტევის დროს გიორგი აბუაშვილი მეტოქის ნახევარზე ერთ მცველს გაცდა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – სერბმა ფილიპ კლიაიჩმა ჯერ ხელით უკუაგდო ბურთი, რომელიც შემდეგ ფეხით მოიგერია და საბოლოოდ, გიორგი მოისწრაფიშვილს მიუვიდა, რომლის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა – 1:1.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო წუთზე „ტორპედოს“ მცველმა თავის საჯარიმოში შეტევაში ჩართული მცველი სოლომონ კვერკველია წააქცია და მსაჯმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, პენალტი დადო, რომელიც იონსენმა გაიტანა – 2:1.
„ტორპედო“ 27 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა, ხოლო კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით 13 ქულა დააგროვა და მერვეა.
ტორპედო 2:1 კოლხეთი 1913 
ლაშა თაბაგარი