„იბერიამ“ „დინამოს“ მინიმალურად აჯობა

0
14

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა და გათამაშების ლიდერმა თბილისის „იბერიამ“ თანაქალაქელ „დინამოს“ მინიმალური ანგარიშით აჯობა.
შეხვედრის დაწყებამდე ეროვნულ ლიგაში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიისთვის „იბერიას“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე დააჯილდოვეს. ასევე პრიზი „იბერიას“ თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ მიიღო როგორც საქართველოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა 128 გოლით.
დედაქალაქური დერბი დაძაბული, მაგრამ ნაკლებად სანახაოებრივი აღმოჩნდა. შეხვედრაში სახიფათო მომენტები ძალიან ცოტა შეიქმნა და საბოლოოდ, მისი ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
70-ე წუთზე ამირან ძაგანიამ, რომელიც მოედანზე ორი წუთის შესული იყო, საჯარიმოს გარედან შორეულ კუთხეში „მოჭრა“ ბურთი და ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0. ძაგანიამ გოლი ტრავმირებულ თანაგუნდელ მარცხენა მცველ გიორგი ჯინჯოლავას მიუძღვნა, რომლის 5-ნომრიანი მაისური ააფრიალა.
დარჩენილ დროში „დინამოს“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ საჯარიმოში მყოფი გიორგი გვასალიას დარტყმული ბურთი ხელებში თორნიკე მეგრელიშვილმა დააწინაურა, რომელიც ისევ ტრავმირებულ გიორგი მაკარიძეს ცვლიდა.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი „იბერია“ 40 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის „დინამო“ 26 ქულით მეოთხეა.
იბერია 1999 1:0 დინამო თბ 
ლაშა თაბაგარი