„აიაქსიდან“ მთავარი მწვრთნელი გაუშვეს

0
17

ამსტერდამის „აიაქსის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფრანჩესკო ფარიოლი დაითხოვეს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ 2024-2025 წლების სეზონის მსვლელობისას ამსტერდამელებმა პსვ-სთან 9-ქულიანი უპირატესობა გაფლანგეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. 36 წლის სპეციალისტი „აიაქსს“ 2024 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.
ნიდერლანდური მედიის ინფომაციით, გამორიცხული არაა „აიაქსში“ ერიკ ტენ ჰაგი დაბრუნდეს. ასევე, ამსტერდამულ კლუბში პაულ სიმონსის კანდიდატურასაც განიხილავენ, რომელიც „გოუ ეჰედ იგლსს“ ავარჯიშებს.
ტენ ჰაგი „აიაქსს“ 2017-2022 წლებში ავარჯიშებდა. მისი თავკაცობით გუნდმა ნიდერლანდების ჩემპიონატი სამჯერ, ნიდერლანდების თასი ორჯერ, ხოლო სუპერთასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, ამსტერდამელები 2018-2019 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი