კვარაცხელიას პირველი დუბლი და უმაღლესი შეფასება

0
25

საფრანგეთის საფეხბურთო პირველობის დასკვნით, 34-ე ტურში ჩემპიონობაგანაღდებულმა “პარი სენ ჟერმენმა” “ოსერს უმასპინძლა” და მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშის წყალობით 3:1 დაამარცხა.
პიველი ტაიმი ოსერელებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი ხვიჩა კვარაცხელიას ლიდერობით, პარიზელებმა მეტოქეს სამი ბურთი გაუტანეს. 59-ე წუთზე კვარამ ანგარიში გაათანაბრა, 67-ეზე მარკინიოსმა გაიტანა და პსჟ დააწინაურა, 88-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრების ლიდერმა დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე ასპარეზობის საბოლოო ანგარიში გამოსახა 3:1. პსჟ-ს მაისურათი გამოსვლისას კვარაცხელიამ პირველი დუბლი შეასრულა. აწ უკვე დასრულებულ საფრანგეთის ჩემპიონატში ხვიჩამ 4 გატანილ ბურთს 3 საგოლე გადაცემა მიამატა.
“ოსერთან” კვარაცხელიამ სრულად ითამაშა და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა: Flashscore – 8,9; Sofascore – 10,0; Whoscored – 10,0. ცხადია, ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.