უნგრეთში ქართველები დაზავდნენ

0
5

უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის 32-ე ტურში „ქართული“ დერბი შედგა – „უიპეშტმა“, სადაც გიორგი ბერიძე და დავით კობოური გამოდიან, „ნირედჰაზა“ მიიღო, რომლის ღირსებას საქართველოს ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი იცავს.
შეხვედრა 2:2 დასრულდა და მასპინძლებში ფორვარდმა ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მცველი კობოური ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. კვეკვესკირი სტუმართა სასტარტოში ვერ მოხვდა და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა. „უიპეშტი“ 38 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა, ხოლო „ნირედჰაზა“ 35 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი