ყაზაიშვილმა ჩინეთში ისევ შეაგდო

0
7

ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაში თავისი მე-8 გოლი გაიტანა. მე-13 ტურში „შანდუნი“, სადაც საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „შანხაი პორტს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. 57-ე წუთზე სტუმრების შეტევის დროს ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან მცველმა მოიგერია და „შანდუნის“ ფეხბურთელს მიუვიდა, რომელსაც გოლის გატანაში ხელი მცველმა შეუშალა, მაგრამ საბოლოოდ ქართველმა გოლი მაინც გაიტანა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 85-ე წუთზე შეაგდეს.
ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 8 გოლი გარდა, 4 საგოლე პასი მიითვალა. „შანდუნი“ 21 ქულით 16 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი