კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო, სადაც ადგილობრივ ტექნიკურ საფეხბურთო ცენტრში „სამგურალმა“ იმერულ დერბიში ქუთაისის „ტორპედოში“ უმასპინძლა და 0:1 წააგო.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-17 წუთზე გავიდა, როდესაც გერმანელი მცველის მოჰამედ შერიფის გადაცემის შემდეგ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ნორვეგიელმა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა თავისი შანსი გამოიყენა. ცნობისთვის, მე-14 ტურში ქუთაისელებმა ბათუმის „დინამოს“ ასევე იონსენის გოლით სძლიეს.
გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 24 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო ბრაზილიელი ტიაგო გომესის დანიშვნის მერე, „სამგურალი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა და 12 ქულით მეშვიდეა.
სამგურალი 0:1 ტორპედო
ლაშა თაბაგარი





