„სარაევო“, რომელშიც ქართველი თავდამსხმელები გიორგი გულიაშვილი და ვასიოლიოს გორდეზიანი გამოდიან, ბოსნიის თასს დაეუფლა. სარაეოველებმა შინ ჩატარებულ პირველ შეხვედრაში „შიროკო ბრეგს“ 4:0 აჯობეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა.
სტუმრად გამართულ დაპირისპირებაში ქართველი ლეგიონერებიდან „სარაევოში“ მხოლოდ გულიაშვილმა ითამაშა, რომელიც თადარიგში იყო და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, ხოლო ოთხ წუთში საგოლე პასი გააკეთა. გორდეზიანს მხოლოდ განაცხადში ყოფნა აკმარეს. გულიაშვილი „სარაევოში“ მესამე სეზონია გამოდის და პირველი ტიტული მოიგო. მან თასის განვლილ გათამაშებაში 6-ჯერ ითამაშა და 4 ბურთი გაიტანა. ბოსნიის ჩემპიონატს რაც შეეხება, გულიაშვილმა 24 მატჩში 16 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი მიითვალა. მისი სტატისტიკა უკეთესი იქნებოდა ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი რომ არ გაეცდინა.
ლაშა თაბაგარი





