საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში „ატლანტა იუნაიტედის“ შემადგენლობაში მეოთხე საგოლე პასი შეასრულა.
MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის მორიგ ტურში ატლანტელები სტუმრად „ოსტინს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდა და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც სტუმრები 0:1 აგებდნენ. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ლობჟანიძემ ზუსტი გადაცემა ტიარეს გაუკეთა, რომელმაც თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
მიმდინარე სეზონში „ატლანტა იუნაიტედის“ საქმე კარგად ვერ მიდის – 11 ქულით 15 გუნდში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





