ოთარ კიტეიშვილმა „შტურმის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში თავისი მე-12 გოლი გაიტანა. საჩემპიონო ჯგუფის მე-7 ტურში გრაცელები გასვლაზე „ლინცს“ შეხვდნენ და მიჯრით ორი წაგების შემდეგ, სამი ქულა აიღეს.
საქართველსო ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 48-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჯონსტონის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ბურთი კარში გადაგზავნა – 0:1. ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა და მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 36 ქულით პირველ ადგილზეა – მეორადგილოსან სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგს“ სამი ქულით ასწრებს. კიტეიშვილმა 12 გოლის გარდა, თავის ანგარიშზე 3 საგოლე პასი ჩაიწერა.
დანიის ჩემპიონობისთვის მებრძოლმა “კოპენჰაგენმა”, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის საჩემმიონო ჯგუფის მე-7 ტურში სტუმრად “ბრონდბიუს” 3:0 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო შეხვენებაზე შეცვალეს. “კოპენჰაგენი” 56 ქულით 6 გუნდს შორის პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან “მიდტიულანდს” ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





