ეგოიანი „აიაქსს“ დაუზავდა

0
67

არნემის „ვიტესი“, სადაც ირაკლი ეგოიანი თამაშობს, ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის 34-ე ტურში სტუმრად „აიაქსი II“-ს შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად მორიგი შეხვდრა ჩაატარა. მასპინძლები 30-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-80 წუთზე გაიტანეს. 21 წლის ეგოიანმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 32 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან ნიდერლანდების თასზე ერთხელ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. სეზონის წინ ფინანსური პრობლემების გამო „ვიტესს“ 27 ქულა დააკლეს და 7 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი