„ემპოლი“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის გასავარდნ ზონაშია. ეს გასაკვირი არაა, რადგან გუნდს ზედიზედ 17 მატჩია არ მოუგია (5 ფრე და 12 წაგება). ტოსკანელებმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში კიდევ ერთი შეხვედრა 32-ე ტურში სტუმრად მეორეადგილოსან „ნაპოლისთან“ წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 87-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მასპინძლებიდან ანგარიში შოტლანდიელმა ნახევარმცველმა მაკტომინეიმ მე-18 წუთზე გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე ბელგიელმა ლუკაკუმ ნეაპოლელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 61-ე წუთზე მაკტომინეიმ დუბლი შეასრულა და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა. დამარცხებულთა განაცხადში ისევ არ იყო ქართველი მცველი საბა საზონოვი, რომელიც ტრავმას იშუშებს. „ემპოლი“ 24 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
