გიორგი კვერნაძემ იტალიის სერია B-ში საგოლე გადაცემა ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეასრულა.
33-ე ტურში „ფროზინონე“, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გამოდის, სტუმრად „ჩეზენას“ შეხვდა და ქულა აიღო – 1:1.
მასპინძლები პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო 71-ე წუთზე კვერნაძის ზუსტი პასის მერე ამბროზინომ ანგარიში გაათანაბრა. გიორგი შეუცვლელად ითამაშა და ამ სეზონში სერია B-ში ჩატარებულ 28 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლთან ერთად, 4 საგოლე პასია. „ფროზინონე“ 38 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
კონფერენს ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ლევან შენგელიას ოფი გასვლაზე „ასტერასთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. 18 ქულით ოფი 4-გუნდიან ჯგუფში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





