რუმინეთის ჩემპიონობისთვის მებრძოლი კრაიოვას „უნივერისტატიასთვის“ საჩემპიონო ჯგუფის მე-3 ტური წარუმატებელი აღმოჩნდა. კრაიოველები გასვლაზე „კლუჟს“ დაუპირისპირდნენ და 0:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 85-ე წუთზე შეცვალეს. „უნივერსიტატია“ 32 ქულით 6 გუნდს შორის მესამეა და ლიდერ „სტიაუას“ 3 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „კლუჟს“ – ქულით.
არადიპოუს „ომონია“, რომელიც კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს, მე-3 ტურში სახლში „ნეა სალამინასთან“ 0:2 დამარცხდა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა. „ომონია“ 26 ქულით 8 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი





