ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით თბილისის „იბერია“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე დაბრუნდა. მე-6 ტურში თბილისელებმა ფოთის „კოლხეთი“ მიიღეს და დიდი ანგარიშით დაამარცხეს – 4:0.
25-ე წუთზე ივა გელაშვილის პასის შემდეგ, გიზო მამაგეიშვილმა მოედნის ცენტრში თავით ბურთი მეტოქეს თავს ზემოთ გადაუგდო და შემდეგ საჯარიმოში შესულმა წინ გამოსულ მეკარეს იმავე ფეხით შეუსრულა – 1:0. 54-ე წუთზე მასპინძლები კიდევ უფრო იური ტაბატაძემ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა – 2:0.
69-ე წუთზე ჯარიმის შესრულების დროს „საბურთალოს“ ფეხბურთელმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მდგომმა იური ტაბატაძემ თავით პასი ივა გელაშვილს გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა – 3:0.
81-ე წუთზე ფოთელთა მცველის მოგერიებული ბურთი სურინამელმა ნახევარმცველმა დორასო კლასმა დაახლოებით 20 მეტრიდან კარში ზუსტად გაგზავნა – 4:0.
„იბერია“ 14 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო კახა ჩხეტიანის თავკაცობით „კოლხეთმა“ 4 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
იბერია 1999 4:0 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი





