გულიაშვილის ტრავმა, მამუჩაშვილის გოლი

0
94

„სარაევომ“, რომლის ლიდერი გიორგი გულიაშვილი ბოსნიის თასის 1/2-ფინალის პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში ბანია ლუკას „ბორაცთან“ 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კაპიტნის სამკლავურით მოედანზე 36-ე წუთი დაჰყო, მაგრამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 15 აპრილს შედგება.
მოლდოვის თასის 1/4-ფინალში ტირასპოლის „შერიფმა“ შინ „ბელცის“ 4:1 სძლია. მასპინძლების სასტარტოში ჩვენი ეროვნული გუნდის ექსნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა ითამაშა, რომელმაც 29-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო – 3:0. ის მოლდოვურ კლუბში სადებიუტო სეზონს ატარებს და ჩემპიონატში 14 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე ორ თამაშში 2 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი