ლევან შენგელია საბერძნეთის თასის ფინალშია

0
22

ოფი, რომელშიც ლევან შენგელია გამოდის, საბერძნეთის თასის ფინალში გავედა. კრეტელებმა 1/2-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად ტრიპოლის „ასტერასთან“ 1:0 მოიგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა. შინ ჩატარებულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებმა ანგარიში მე-10 წუთზე მიკი მუნიოსის დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო მასპინძლებიდან 70-ე წუთზე თავი ჯორდან სილვამ გამოიჩინა.
ოფი 17 მაისს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე გასამართ ფინალში „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.
სლოვაკეთის თასის 1/2-ფინალის პირველ მატჩში ბრატისლავას „სლოვანმა“ სახლში თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ტრნავის „სპარტაკს“ 2:1 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა ბრატისლაველებში 86-ე წუთიდან ითამაშა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 15 აპრილს შედგება.
ლაშა თაბაგარი