კილიან მბაპეს მიაჩნია, რომ „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის, რომლის მსგავსი აურა სხვაგან არაა.
„ყველაფერი რაც მინდოდა ისაა, რომ აქ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ამ მაისურით მეთამაშა, რათა ყველა გულშემატკივარი ჩემს სახელს იძახდეს, გოლები გავიტანო და ბედნიერი ვიყო.
მე როგორც ზიზუს გულშემატკივარი „გალაკტიკოსში“ ისე ვიწყებდი. ეს კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა და მას ისეთი აურა აქვს, რომელიც სხვა არ გააჩნია.
ჩემმა მშობლებმა ძალიან ბევრი გააკეთეს განვლილი წლების განმავლობაში და ჩემს მიერ გავლილ გზაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მე მქონდა ოცნება, რომელიც მოგვიანებით მიზანი გახდა, ხოლო ახლა რეალობად იქცა. მინდა „რეალთან“ ერთად ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ყველა შესაძლო ტიტული მოვიგო.
სახეზე ყოველთვის მეტყობა ბედნიერი ვარ თუ არა და ახლა ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი“ – იუწყება საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი




