ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ კარიერაში 400 გოლი გაიტანა.
იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლიმ“ შინ „მილანი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ლუკაკუმ ერთი გოლი გაიტანა.
მან მიმდინარე სეზონში ნეაპოლელთა რიგებში ყველა ტურნირში 30-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო. 31 წლის ფეხბურთელმა „ევერტონში“ 87 გოლი მიითვალა, „ინტერში“ – 78, „მანჩესტერ იუნაიტედში“ – 42, „ანდერლეხტში“ – 41. „რომაში“ – 21, „ჩელსიში“ – 15, „ვესტ ჰემში“ – 17, ხოლო ბელგიის ეროვნულ გუნდში – 88.




