ბათუმელებმა „ტორპედოს“ აჯობეს, „დილამ“ „თელავი“ გაანადგურა

0
55

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის თავკაცობით ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით აჯობა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბათუმელებიდან ერთადერთი გოლი რევაზ ინჯგიამ გაიტანა, რომელმაც ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და ორ მეურვეს ფაცდა, ხოლო საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
ბათუმელები 8 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან, ხოლო გერმანელი დირკს შუსტერის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ ზედიზედ 4 თამაში წააგო და 3 ქულით ბოლოსწინაა.
დინამო ბთ 1:0 ტორპედო 
გორის „დილამ“ „თელავი“ მიიღო და 6:1 გაანადგურა. პორტუგალიელი ნუნუ კოშტას გაწვრთნილებიდან 31-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ გახსნა, ხოლო 44-ე წუთზე შოთა შეყილაძემ მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე შეყილაძემ დუბლი შეასრულა. 51-ე წუთზე შეყილაძემ ჰეთ-თრიქი მიითვალა.
54-ე წუთზე გორელებიდან თავი ბრაზილიელმა ჟოაო არაუჟომ გამოიჩინა. 67-ე წუთზე თელაველებიდან ერთი ბურთი დავით კუტალიამ გაქვითა, ხოლო წერტილი 81-ე წუთზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა დასვა,
„დილა“ 7 ქულით მე-3 პოზიციაზეა, ხოლო ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით „თელავი“ ამდენივე ქულით მეხუთეა.
დილა 6:1 თელავი 
ლაშა თაბაგარი